კონდიციონერის კომპონენტებიკლიმატ მასტერი
კონდიცირების სისტემების შემადგენელი კომპონენტები
აქ გაეცნობით კონდიცირების სისტემების მთავარ კომპონენტებს და მათ დანიშნულებას, რაც გაგიმარტივებთ პრობლემების დიაგნოსტიკას.
01გარე აგრეგატის შემადგენელი ნაწილები
ჩამოშალედახურე
კომპრესორი (Compressor)
ეს არის შავი, ჰერმეტული ძრავა (მაცივარმანქანის გული).
მისი დანიშნულებაა ფრეონის სისტემაში მიმოქცევა და წნევის შექმნა.კონდენსატორი / რადიატორი (Condenser Coil)
ალუმინის ფირფიტებისა და სპილენძის მილებისგან შემდგარი ბადე, რომელიც გარედან აკრავს აგრეგატს. აქ ცხელი ფრეონი გრილდება და თხევადდება.
ვენტილატორი და ძრავა (Fan Motor & Blade)
დიდი ფრთა, რომელიც აგრილებს რადიატორს.
ოთხსვლიანი სარქველი (4-Way Valve)
თუ კონდიციონერს აქვს გათბობის რეჟიმიც, აუცილებლად შეხვდებით ამ დეტალს. მას აქვს სოლენოიდი (კოჭა), რომელიც რთავს ფრეონის მიმართულებას (ზამთარი/ზაფხული).
კაპილარული მილი ან TPV / EEV (Expansion Valve)
წვრილი სპილენძის მილები ან ელექტრონული სარქველი, სადაც ფრეონის წნევა ეცემა და იწყება გაციება.
ელექტრო ბლოკი
On/Off მოდელებში: დიდი კონდენსატორი კომპრესორისთვის, პატარა კონდესატორი ვინტილატორის ძრავისთვის და კონტაქტორი.
ინვერტორულ მოდელებში: დიდი ელექტრონული დედადაფა რადიატორებით (IPM მოდულით), აქ ძირითადად ყველაფერი თავმოყრილია დედადაფაზე.ტემპერატურის სენსორები (NTC Thermistors)
- Ambient Air Sensor: ზომავს გარემო ტემპერატურას.
- Coil Sensor: აკონტროლებს თბოცვლის პროცესს და დეფროსტს.
- Discharge Pipe Sensor: იცავს კომპრესორს გადახურებისგან.
- Suction Pipe Sensor: ეხმარება EEV-ს მართვაში.
- Heatsink Sensor: იცავს IPM მოდულს გადახურებისგან.
წნევის სენსორები და რელეები
- High Pressure Sensor: ზომავს მაღალ წნევას (ბარებში).
- High Pressure Switch: ავარიულად თიშავს სისტემას მაღალი წნევისას.
- Low Pressure Sensor: თიშავს სისტემას ფრეონის გაჟონვისას.
02სხვადასხვა ტიპის გარე ბლოკები (VRF და დიდი სისტემები)
ჩამოშალედახურე
სითხის აკუმულატორი (Suction Accumulator)
დიდი რეზერვუარი კომპრესორის წინ (დაბალი წნევის მხარეს). იჭერს თხევად ფრეონს, რათა კომპრესორში არ მოხდეს "ჰიდროდარტყმა".
ზეთის სეპარატორი (Oil Separator)
დგას კომპრესორის შემდეგ (მაღალი წნევის მხარეს). აცალკევებს ზეთს ფრეონისგან და აბრუნებს კომპრესორის კარტერში.
სითხის რესივერი (Liquid Receiver)
დგას კონდენსატორის შემდეგ. წარმოადგენს ფრეონის "საწყობს" დატვირთვის ცვალებადობის დროს.
ფილტრ-მშრობელი (Filter Drier)
იჭერს სისტემაში მოხვედრილ ტენს (წყალს) და მყარ ნაწილაკებს. იცავს კომპრესორის გრაგნილს მჟავისგან.
VRF სისტემის დამატებითი კომპონენტები
ინვერტორული პლატების სისტემა და მრავალი ელექტრონული გამფართოებელი სარქველი (EEV).
03შიდა აგრეგატის შემადგენელი ნაწილები
ჩამოშალედახურე
ფილტრები (Filters)
მტვრისგან დამცავი ბადეები, იცავს რადიატორს და საჭიროებს ხშირ გაწმენდას.
ამაორთქლებელი (Evaporator Coil)
შიდა ბლოკის რადიატორი, რომელიც ცივდება ან თბება.
დოლურა / ტურბინა (Cross-flow Fan)
გრძელი ცილინდრული ვენტილატორი, რომელიც ჰაერს უბერავს რადიატორის გავლით.
დრენაჟის აბაზანა (Drain Pan)
აგროვებს კონდენსატს (წყალს) და მილის საშუალებით უშვებს გარეთ.
მართვის დედადაფა (PCB)
შიდა ბლოკის "ტვინი", სადაც ერთდება ყველა სადენი და სენსორი.
სენსორები
ოთახის ჰაერის და რადიატორის მილის ტემპერატურის სენსორები.
04სხვადასხვა ტიპის შიდა ბლოკები
ჩამოშალედახურე
კასეტური ტიპი (Cassette Type)
მონტაჟდება ჭერში. აქვს დრენაჟის პომპა (წყლის ამოსატუმბად) და ტივტივა (ავარიული გათიშვისთვის). იყენებს ცენტრიფუგალურ (პროპელერის მსგავს) ვენტილატორს.
არხული ტიპი (Ducted Type)
იმალება ჭერში, ჰაერს ანაწილებს მილებით. იყენებს მძლავრ "ლოკოკინა" ვენტილატორებს მაღალი წნევისთვის.
ჭერ-იატაკის ტიპი (Floor-Ceiling)
აქვს ორმაგი დრენაჟის აბაზანა, რათა იმუშაოს როგორც ჰორიზონტალურ (ჭერზე), ისე ვერტიკალურ (კედელზე) მდგომარეობაში.
კოლონიური / დასადგამი (Floor Standing)
დიდი ჰოლებისთვის. ხშირად აქვს დამატებითი ელექტრო გამათბობელი (TENA) ზამთრისთვის.
დაგვიკავშირდი
