KlimatMasteri
მთავარი მენიუ

კონდიციონერის ელექტროობაკლიმატ მასტერი

HVAC/R ელექტრო კომპონენტები

HVAC/R სისტემები არ არის მხოლოდ მილები და ფრეონი. ელექტრონიკა პასუხისმგებელია სისტემი ეფექტურ და სინქრონულ მუშაობაზე.

უსაფრთხოება

ნებისმიერ კომპონენტთან შეხებამდე, ყოველთვის გამორთეთ ელექტროენერგია და განმუხტეთ კონდენსატორები! სიცოცხლე უპირველეს ყოვლისა.

01

მაგნიტური კონტაქტორი (Magnetic Contactor)

ეს არის მაღალი სიმძლავრის ელექტრომექანიკური გადამრთველი (Switch). ჩათვალეთ, რომ ეს არის ხიდი მართვის სისტემასა (თერმოსტატი/პლატა) და მაღალი ენერგიის მომხმარებლებს (კომპრესორი/ძრავები) შორის.

როდესაც თერმოსტატი ითხოვს გაგრილებას, ის აგზავნის დაბალ ძაბვას (ჩვეულებრივ 24V) კონტაქტორის "კოჭაზე" (Coil). კოჭა მაგნიტდება და "ჩაითრევს" კონტაქტებს, რითაც 220V (ან 380V) მიეწოდება კომპრესორს და გარე ვენტილატორს.

სპეციფიკაციები:
  • Coil Voltage: 24V (ყველაზე ხშირი), 120V, 230V.
  • Poles (პოლუსები): 1, 1.5, 2 ან 3 პოლუსიანი.
  • FLA (Full Load Amps): დენის ძალა მუშაობისას (მაგ. 30A, 40A).
როგორ შევამოწმოთ:
  • პირველ რიგში ვამოწმებთ ვიზუალურად: მოხსენით ხუფები და შეამოწმეთ კონტაქტები "დამწვარი" ან გაშავებული ხომ არ არის.
  • მულტიმეტრით (ძაბვა): ჩართულ მდგომარეობაში, შემავალ (L1, L2) და გამომავალ (T1, T2) ტერმინალებს შორის ძაბვის ვარდნა უნდა იყოს 0.
  • კოჭა (Resistance): გამორთულზე, გაზომეთ წინაღობა კოჭის ტერმინალებზე. უსასრულობა (OL) ნიშნავს, რომ კოჭა გაწყვეტილია (უნდა გვიჩვენოს წინაღობა მაგალითად 0.675 კილო/ომი).
  • ხშირი პრობლემები - Pitted Contacts: ნაპერწკლების გამო კონტაქტები ოქსიდირდება და დენს კარგად აღარ ატარებს.
02

მუშა და სტარტ კონდენსატორი (Run & Start Capacitor)

ეს არის ელექტრული ენერგიის რეზერვუარი. ის აგროვებს ელექტრონებს და საჭიროების შემთხვევაში სწრაფად გასცემს მათ. იზომება მიკროფარადებში (MFD).

ფუნქცია სისტემაში: ერთფაზიანი ძრავები (კომპრესორები, ფენები) ვერ იქმნიან ბრუნვის მომენტს დამოუკიდებლად. კონდენსატორი ქმნის "მეორე ფაზას" (Phase Shift), რაც ძრავს ეხმარება დაძვრაში (Start) და შემდგომ მუშაობაში (Run).

ტიპები:
  • Dual Run Capacitor: ყველაზე გავრცელებული, აქვს 3 ტერმინალი: C (Common), HERM (კომპრესორისთვის), FAN (ვენტილატორისთვის).
  • Start Capacitor: შავი, პლასტმასის კორპუსი. მუშაობს მხოლოდ 1-2 წამი დაქოქვისას.
როგორ შევამოწმოთ:

დააყენეთ მულტიმეტრი MFD/Capacitance რეჟიმზე. გაზომეთ C და HERM შორის, შემდეგ C და FAN შორის. შედეგი უნდა იყოს მარკირების ფარგლებში რომელიც ზედ აწერია ყველა კონდესატორს, თუ 10%-ით ან მეტით ნაკლებია, შესაცვლელია, არ უყვარს სიცხე და არის რესურსიანი დეტალი.

03

მართვის ტრანსფორმატორი (Control Transformer)

ეს არის მოწყობილობა, რომელიც მაღალ ძაბვას გარდაქმნის დაბალ, უსაფრთხო ძაბვად ინდუქციის პრინციპით.

ის კვებავს მთელ "ტვინს": თერმოსტატს, მართვის დაფებს და სენსორებს. ჩვეულებრივ, შემავალი ძაბვაა 220V (ან 120V ამერიკულ სტანდარტში), ხოლო გამომავალი - 24V AC.

როგორ შევამოწმოთ:

Primary (შემავალი): გაზომეთ შემავალი ძაბვა (უნდა იყოს 220V).
Secondary (გამომავალი): გაზომეთ გამომავალი ძაბვა (უნდა იყოს 24V - 28V).
თუ შემავალი არის და გამომავალი არა – ტრანსფორმატორი დამწვარია.

ხშირი პრობლემა: ხშირად ზიანდება, როდესაც 24V წრედში სადმე "მოკლეა" (Short circuit), ტრანსფორმატორი ხურდება და იწვება. დაცვისთვის ხშირად მეორად მხარეს უყენებენ 3A ან 5A მცველს (Fuse).

04

რელე (Fan Relay / General Purpose Relay)

ეს არის კონტაქტორის "პატარა ვერსია". გამოიყენება ნაკლები დენის მქონე დატვირთვების სამართავად.

ფუნქცია სისტემაში: შიდა ბლოკის ვენტილატორის (Blower) სიჩქარეების გადართვა, ელექტრო გამათბობლების (Heat strips) ჩართვა, PCB დაფაზე ლოგიკური ოპერაციების შესრულება.

როგორ შევამოწმოთ:
  • კოჭა (Coil): შეამოწმეთ წინაღობა. თუ 0 ომია - მოკლე ჩართვაა, თუ OL - გაწყვეტილია.
  • კონტაქტები (NC/NO):
    - NO (Normally Open): უნდა იყოს გათიშული (OL), როცა რელე გამორთულია.
    - NC (Normally Closed): უნდა ატარებდეს (0 Ohm), როცა რელე გამორთულია.

ხშირი პრობლემები: კონტაქტი დარჩა მიკრულ მდგომარეობაში (Stuck Closed) - მუდმივად მუშაობს, კოჭის დაწვა - დენს არ ატარებს.

05

ნახევარგამტარები და ინვერტორული ტექნოლოგია

აქ განვიხილავთ "Inverter" ტექნოლოგიას, სადაც 220V გარდაიქმნება DC-დ და შემდეგ ისევ AC-დ.

დიოდური ხიდი (Diode Bridge Rectifier)
  • ეს კომპონენტი 4 ფეხით, ცვლად დენს (AC) გარდაქმნის მუდმივ დენად (DC).
  • ინვერტორული სქემის პირველი ეტაპი არის ქსელიდან შემოსულ 220V-ს გარდაქმნა დაახლოებით 310V DC-ად (ან 380V სისტემებში 540V DC-ად).
როგორ შევამოწმოთ:

მულტიმეტრის "Diode" რეჟიმზე გადავიყვანოთ, AC ტერმინალიდან (+)-კენ და (-)-დან AC-კენ უნდა ატარებდეს მხოლოდ ცალმხრივად (დაახლოებით 0.4V - 0.6V ვარდნა). თუ ორივე მხარეს ატარებს ან 0-ს აჩვენებს, ხიდი "გარღვეულია".

06

IPM მოდული (Intelligent Power Module) / IGBT

IPM არის ინვერტორული სისტემის "გული", ეს არის მძლავრი ტრანზისტორების (IGBT) ნაკრები ერთ კორპუსში.

ის იღებს მუდმივ დენს (DC) და გარდაქმნის მას სამფაზიან იმპულსურ დენად (Simulated AC) კომპრესორისთვის. ეს საშუალებას აძლევს კომპრესორს, იმუშაოს ცვალებადი სიჩქარით (მაგ: 10%-დან 120%-მდე).

როგორ შევამოწმოთ (მნიშვნელოვანია!):
  • გამორთეთ დენი და დაელოდეთ კონდენსატორების განმუხტვას!
  • გადაიყვანეთ მულტიმეტრი დიოდის რეჟიმზე.
  • წითელი შუპი დაადეთ მოდულის P (+) ტერმინალს, შავი კი სათითაოდ U, V, W ტერმინალებს (გამომავალი კომპრესორზე). უნდა აჩვენოს უსასრულობა (OL).
  • შეცვალეთ პოლარობა (შავი P-ზე, წითელი U,V,W-ზე). უნდა აჩვენოს დიოდის ვარდნა (0.4V-0.7V).
  • იგივე გაიმეორეთ N (-) ტერმინალზეც.

როგორ ზიანდება: IPM მოდული ძალიან ცხელდება, თუ თერმოპასტა (Heat Paste) გამშრალია რადიატორსა და მოდულს შორის, ის დაიწვება.

07

რეაქტორი (Reactor / Choke)

  • დიდი სპილენძის კოჭა, რომელიც ტრანსფორმატორს ჰგავს, მაგრამ მხოლოდ 2 გამომავალი სადენი აქვს.
  • ის ასწორებს დენის პულსაციებს და აუმჯობესებს სიმძლავრის კოეფიციენტს (Power Factor). იცავს IPM მოდულს ძაბვის მკვეთრი ნახტომებისგან.
  • შესამოწმებლად ვზომავთ წინაღობას, უნდა ჰქონდეს ძალიან დაბალი წინაღობა (ომის მეათედები). თუ OL-ია, ე.ი. გაწყვეტილია.
08

ელექტრო კომპონენტების ტიპები

ძალოვანი და ელექტრომექანიკური (Power & Electromechanical)
  • Contactor (კონტაქტორი) – 1, 2, 3 პოლუსიანი.
  • Control Transformer (მართვის ტრანსფორმატორი) – Step-down (220V -> 24V).
  • Run Capacitor (მუშა კონდენსატორი) – ზეთოვანი, მეტალის კორპუსით.
  • Start Capacitor (სტარტ კონდენსატორი) – მშრალი, პლასტმასის კორპუსით.
  • Relay (რელე) – SPDT, SPST, DPDT ტიპის (კუბური ან ღია).
  • Potential Relay (პოტენციური რელე) – კომპრესორის დასაქოქად.
  • Sequencer (სეკვენსერი) – თერმული დაყოვნების რელე.
  • Solenoid Coil (სოლენოიდის კოჭა) – მაგნიტური სარქველებისთვის.
  • Reversing Valve Coil (ოთხგზა სარქველის კოჭა) – ზამთარი/ზაფხულის გადასართავად.
  • Actuator Motor (დამპერის ძრავი/აქტუატორი) – ჰაერის ფარდებისთვის.
დაცვა და უსაფრთხოება (Protection & Safety)
  • Fuse (დნობადი მცველი) – მინის ან კერამიკული (PCB დაფაზე და კაბელზე).
  • Circuit Breaker (ავტომატური ამომრთველი) – მაგნიტურ-თერმული.
  • Thermal Overload (თერმული დაცვა) – კომპრესორის ან ძრავის შიდა/გარე დაცვა.
  • MOV / Varistor (ვარისტორი) – ძაბვის ვარდნისგან დაცვა.
  • Phase Monitor (ფაზების დამცავი რელე) – ფაზის დაკარგვის/ასიმეტრიის კონტროლი.
  • High Pressure Switch (მაღალი წნევის რელე) – ავარიული გამომრთველი.
  • Low Pressure Switch (დაბალი წნევის რელე) – ავარიული გამომრთველი.
  • Crankcase Heater (კარტერის გამათბობელი) – კომპრესორის ზეთის გათბობა.
  • Discharge Temp Switch (ჭირხნის ტემპერატურის რელე).
სენსორები და სიგნალები (Sensors & Inputs)
  • Thermistor NTC – ტემპერატურის სენსორი (წინაღობა იკლებს).
  • Thermistor PTC – ტემპერატურის სენსორი (წინაღობა იზრდება).
  • Pressure Transducer (წნევის ტრანსდიუსერი) – 3 სადენიანი (0-5V გამომავალი).
  • Humidity Sensor (ტენიანობის სენსორი).
  • Float Switch (ტივტივა / დონის რელე) – კონდენსატის ტუმბოებში.
  • Flow Switch (ნაკადის რელე) – ჩილერებში (წყლის ნაკადის კონტროლი).
  • Hall Effect Sensor (ჰოლის სენსორი) – BLDC ძრავის ბრუნთა რიცხვისთვის.
PCB კომპონენტები და ნახევარგამტარები (PCB & Semiconductors)
  • Diode Bridge / Rectifier (დიოდური ხიდი) – AC-ს DC-დ გარდაქმნა.
  • IPM Module / IGBT (ინვერტორული მოდული) – კომპრესორის სიხშირული მართვა.
  • Mosfet (მოსფეტი) – მძლავრი ტრანზისტორი PCB-ზე.
  • Optocoupler (ოპტოწყვილი) – სიგნალის იზოლაცია.
  • Voltage Regulator (ძაბვის სტაბილიზატორი) – მაგ: 7805, 7812 (IC).
  • Microcontroller / MCU (მიკროკონტროლერი) – დაფის "ტვინი".
  • EEPROM Chip (მეხსიერების ჩიპი) – პარამეტრების შესანახად.
  • Resistor (რეზისტორი) – დენის შეზღუდვა (SMD ან ფეხებიანი).
  • Zener Diode (სტაბილიტრონი) – ძაბვის სტაბილიზაცია.
  • Electrolytic Capacitor (ელექტროლიტური კონდენსატორი) – DC ფილტრაცია (PCB-ზე).
  • Reactor / Choke (რეაქტორი / დროსელი) – DC დენის პულსაციის გასწორება.
  • Dip Switch (დიპ სვიჩი) – დაფაზე პარამეტრების მექანიკური გადართვა.
  • Terminal Block (ტერმინალების ბლოკი) – სადენების შესაერთებელი.
  • LED (შუქდიოდი) – ინდიკაციისთვის და შეცდომების კოდებისთვის.
09

HVAC/R სისტემებში გამოყენებული PCB დაფები და მათი ფუნქცია

  • Main Control Board (ლოგიკური მართვის დაფა)

    რას აკეთებს: სისტემის ცენტრალური ლოგიკა. იღებს მონაცემებს სენსორებიდან, იღებს გადაწყვეტილებებს და აძლევს ბრძანებებს სხვა დაფებს.
    მართავს: რეჟიმებს, დეფროსტს, კომპრესორის ჩართვის ლოგიკას, ვენტილატორებს, შეცდომებს (Error codes).
    ON/OFF სისტემაში: გვხვდება.
    INVERTER სისტემაში: გვხვდება (არ მართავს ძრავს პირდაპირ).

  • Inverter / Power Board (ძალოვანი ინვერტორული დაფა)

    რას აკეთებს: ქსელის AC ძაბვას გარდაქმნის DC-დ და შემდეგ ისევ AC-დ, ცვლადი სიხშირით, რათა შეიცვალოს კომპრესორის სიჩქარე.
    შეიცავს: დიოდურ ხიდს, DC Bus-ს, IGBT/MOSFET ტრანზისტორებს, დენისა და ტემპერატურის დაცვებს.
    ON/OFF სისტემაში: არ გვხვდება.
    INVERTER სისტემაში: გვხვდება (აუცილებელი).

  • DC Bus (შუალედური მუდმივი ძაბვის ნაწილი)

    რას ნიშნავს: DC Bus არის მაღალი ძაბვის მუდმივი დენის ნაწილი, რომელიც იქმნება AC ძაბვის გამართვის შემდეგ.
    რაში გამოიყენება: ენერგიის დაგროვება და სტაბილური მიწოდება ინვერტორის ძალოვანი ტრანზისტორებისთვის.
    ტიპური მნიშვნელობები: ~310V DC (1 ფაზა), ~560V DC (3 ფაზა).
    ON/OFF სისტემაში: არ გვხვდება.
    INVERTER სისტემაში: გვხვდება.

  • PFC Board (Power Factor Correction)

    რას აკეთებს: აუმჯობესებს ქსელიდან დენის აღებას და ამცირებს ძაბვის ჩავარდნებს DC Bus-ზე.
    რატომ გამოიყენება: მაღალი სიმძლავრის სისტემებში ქსელის სტაბილურობისთვის.
    ON/OFF სისტემაში: არ გვხვდება.
    INVERTER სისტემაში: ზოგჯერ გვხვდება (VRF, ჩილერი).

  • IPM / Compressor Driver Board

    რას აკეთებს: მართავს IGBT/MOSFET ტრანზისტორების Gate-ს და აკონტროლებს ძალოვან დაცვებს.
    რატომ არის ცალკე: ზოგ მწარმოებელთან უსაფრთხოების და მოდულურობის გამო.
    ON/OFF სისტემაში: არ გვხვდება.
    INVERTER სისტემაში: ზოგჯერ გვხვდება.

  • Fan Inverter Board (ვენტილატორის მართვის დაფა)

    რას აკეთებს: ვენტილატორის სიჩქარის რეგულაცია ცვლადი სიხშირით.
    რისთვის გამოიყენება: ხმაურის შემცირება და ჰაერის ნაკადის ზუსტი კონტროლი.
    ON/OFF სისტემაში: არ გვხვდება.
    INVERTER სისტემაში: ზოგჯერ გვხვდება (BLDC/EC fan).

  • Communication Board (კომუნიკაციის დაფა)

    რას აკეთებს: უზრუნველყოფს მონაცემების გაცვლას მოდულებს შორის და შენობის მართვის სისტემასთან (BMS).
    ტიპური პროტოკოლები: CAN, RS-485, Modbus, BACnet.
    ON/OFF სისტემაში: ზოგჯერ გვხვდება.
    INVERTER სისტემაში: გვხვდება.

  • Expansion / I/O Board

    რას აკეთებს: ზრდის სისტემის შესაძლებლობებს დამატებითი შეყვანა/გამოსვლებით.
    აერთებს: სენსორებს, სოლენოიდებს, ვალვებს, დაცვებს.
    ON/OFF სისტემაში: ზოგჯერ გვხვდება.
    INVERTER სისტემაში: გვხვდება.

  • Display / HMI Board

    რას აკეთებს: მომხმარებლისა და სისტემის ურთიერთქმედება.
    აჩვენებს: ტემპერატურას, რეჟიმებს, შეცდომებს, პარამეტრებს.
    ON/OFF სისტემაში: გვხვდება.
    INVERTER სისტემაში: გვხვდება.

დაგვიკავშირდი

ჩვენი დახმარება გჭირდება ?