მაცივარაგენტებიკლიმატ მასტერი
მაცივარაგენტები (იგივე ფრეონი) - Refrigerants
მაცივარაგენტები (Refrigerants), იგივე ფრეონი, არის სპეციალური ნივთიერებები, რომლებიც გამოყენებულია კონდიცირების სისტემებში, რათა გადაიტანონ სითბო ერთ ადგილიდან მეორეზე. ისინი ცირკულირებენ აგრეგატების სისტემაში და ახდენენ სითბოს შთანთქმას და გამოყოფას.
01მაცივარაგენტების (იგივე ფრეონის) უსაფრთხოების კლასიფიკაცია (ASHRAE Standard 34)
ჩამოშალედახურე
არატოქსიკური, არადაალებადი
(ყველაზე უსაფრთხო)
არატოქსიკური, ძნელად აალებადი
(დაბალი წვის სიჩქარე)
არატოქსიკური, მაღალი აალებადობა
(ფეთქებადი, მაგ: R600a, R290)
ტოქსიკური
ასოები (ტოქსიკურობა)
- Aარატოქსიკური (უსაფრთხოა ადამიანისთვის).
- Bტოქსიკური (საშიშია სუნთქვისას, მაგ: ამიაკი).
ციფრები (აალებადობა)
- 1 – არ იწვის (ყველაზე უსაფრთხო).
- 2L – ძნელად აალებადი (Low).
- 2 – აალებადი.
- 3 – ფეთქებადი (მაგ: პროპანი).
02ნარევების ტიპები: აზეოტროპული და ზეოტროპული
ჩამოშალედახურე
ზეოტროპული (Zeotropic)
ნარევის კომპონენტებს აქვთ დუღილის სხვადასხვა ტემპერატურა (სრიალი).
- ახასიათებს "ტემპერატურული სრიალი" (Glide) - კომპონენტები არაერთდროულად დუღს.
- სისტემაში უნდა ჩაიტვირთოს მხოლოდ თხევადი (Liquid) სახით, რომ შემადგენლობა არ დაირღვეს.
- მაგალითები: R-407C, R-404A.
- სერია: 400 (უმეტესობა).
აზეოტროპული (Azeotropic)
ნარევი იქცევა როგორც ერთი სუფთა ნივთიერება.
- დუღს მუდმივ ტემპერატურაზე (არ აქვს სრიალი/Glide).
- შეიძლება ჩაიტვირთოს როგორც თხევადი, ისე აირადი სახით.
- მაგალითები: R-410A (თითქმის აზეოტროპული).
შენიშვნა: R-410A-ს მიუხედავად იმისა რომ სრიალი არ აქვს, მაინც თხევადი სახით ვტენით, რომ 50/50 პროპორცია ზუსტად დავიცვათ.
03მნიშვნელოვანი ტექნიკური განმარტებები
ჩამოშალედახურე
ტემპერატურული სრიალი (Glide)
ეს არის ტემპერატურული სხვაობა ნარევის დუღილის დაწყებასა (Bubble Point) და დასრულებას (Dew Point) შორის მუდმივი წნევის დროს.
- რას ნიშნავს პრაქტიკაში? თუ ფრეონს (მაგ: R-407C) აქვს დიდი სრიალი, ის აორთქლებას იწყებს ერთ ტემპერატურაზე და ამთავრებს უფრო მაღალ ტემპერატურაზე.
- საფრთხე: თუ სისტემაში გაჟონვაა, "სრიალიანი" ფრეონის შემადგენლობა იცვლება (მსუბუქი კომპონენტები ორთქლდება), ამიტომ ხშირად საჭიროა ფრეონის სრული გამოცვლა და არა დამატება.
კრიტიკული ტემპერატურა (Critical Temp)
ეს არის ტემპერატურის ზღვარი, რომლის ზემოთაც ფრეონი ვეღარ გათხევადდება, რაც არ უნდა მაღალი წნევით დავჭირხნოთ იგი.
- რას ნიშნავს პრაქტიკაში? თუ გარემო ტემპერატურა მიუახლოვდება კრიტიკულს (მაგ: R-410A-სთვის 71°C), სისტემის ეფექტურობა მკვეთრად ეცემა.
- მაგალითად: R-134a-ს აქვს მაღალი კრიტიკული ტემპერატურა (101°C), ამიტომ ის კარგად მუშაობს ძალიან ცხელ კლიმატში, ხოლო CO2 (R-744)-ს აქვს დაბალი (31°C), რაც ართულებს მის გამოყენებას სიცხეში.
04ქიმიური ჯგუფების განმარტება
ჩამოშალედახურე
ეს აბრევიატურები გვიჩვენებს ფრეონის შემადგენლობას, რაც განსაზღვრავს მის გავლენას ოზონსა და გლობალურ დათბობაზე.
(ჰიდროქლოროფტორნახშირბადები)
შეიცავს ქლორს. შლის ოზონის შრეს. ეტაპობრივად იკრძალება. (მაგ: R-22).
(ჰიდროფტოროლეფინები)
მე-4 თაობა. უსაფრთხოა ოზონისთვის და არ იწვევს დათბობას. (მაგ: R-1234yf).
(ჰიდროფტორნახშირბადები)
არ შეიცავს ქლორს (ოზონუსაფრთხოა), მაგრამ იწვევს გლობალურ დათბობას. (მაგ: R-410A, R-134a).
(ნახშირწყალბადები)
ბუნებრივი აირები. ძალიან ეფექტური და ეკოლოგიური, მაგრამ ფეთქებადი. (მაგ: R-290).
05გარემოსდაცვითი ტერმინები და რეგულაციები
ჩამოშალედახურე
Ozone Depletion Potential
ოზონის შრის დაშლის პოტენციალი.
ზომავს რამდენად აზიანებს ფრეონი ოზონის შრეს. ათვლის წერტილია R-11 (ODP = 1).
მიზანი: ODP = 0
Global Warming Potential
გლობალური დათბობის პოტენციალი.
ზომავს რამდენად ათბობს ფრეონი დედამიწას CO2-თან შედარებით (CO2 = 1).
მაგ: R-410A-ს GWP არის 2088, რაც ნიშნავს, რომ 1 კგ ფრეონი ათბობს ისე, როგორც 2 ტონა CO2.
Total Equivalent Warming Impact
სრული ეკვივალენტური დათბობის ეფექტი.
ითვალისწინებს ორ ფაქტორს:
1. პირდაპირი: ფრეონის გაჟონვა სისტემიდან.
2. არაპირდაპირი: ელ. ენერგიის ხარჯი სისტემის მუშაობისას.
კიგალის შესწორება (Kigali Amendment)
ეს არის მონრეალის ოქმის დამატება, რომელიც მიღებულია 2016 წელს. თავად მონრეალის ოქმი 1987 წელს მიიღეს და მისი მიზანი იყო ქლორის შემცველი მაცივარაგენტების - ქფნ (CFC) და წქფნ(HCFC) ტიპის ფრეონების - ეტაპობრივი ამოღება, რადგან ისინი აზიანებდნენ ოზონის შრეს. დამატება ავალდებულებს ქვეყნებს ეტაპობრივად შეამცირონ მაღალი GWP-ს მქონე წფნ(HFC) ფრეონების (მაგალითად R-134a, R-410A) გამოყენება და გადაინაცვლონ ეკოლოგიურ HFO ან ბუნებრივ მაცივარაგენტებზე.
06მაცივარაგენტების (ფრეონის) ტექნიკური ცხრილი
ჩამოშალედახურე
| მაცივარაგენტი (ფრეონი) | ჯგუფი | შემადგენლობა | სრიალი (Glide) | ზეთი (Oil) | უსაფრთხოება / GWP | გამოყენება | ბალონის ფერი |
|---|---|---|---|---|---|---|---|
| R-22 | HCFC | ქლოროდიფტორმეთანი | არა (0°C) | MO, AB | A1 / 1810 | ძველი სისტემები | ღია მწვანე |
| R-134a | HFC | ტეტრაფტორეთანი | არა (0°C) | POE, PAG | A1 / 1430 | ავტომობილები, მაცივრები | ცისფერი |
| R-1234yf | HFO | ტეტრაფტორპროპენი | არა (0°C) | POE, PAG | A2L / 4 | ახალი ავტომობილები | წითელი ზოლით |
| R-404A | HFC (ნარევი) | R-125 + R-143a + R-134a | მცირე (~0.8°C) | POE | A1 / 3922 | კომერციული გაყინვა | ნარინჯისფერი |
| R-407C | HFC (ნარევი) | R-32 + R-125 + R-134a | დიახ (~7°C) | POE | A1 / 1774 | R-22-ის შემცვლელი | მოყავისფრო |
| R-410A | HFC (ნარევი) | R-32 (50%) + R-125 (50%) | თითქმის 0 (0.1°C) | POE | A1 / 2088 | თანამედროვე კონდიციონერები | ვარდისფერი |
| R-32 | HFC | დიფტორმეთანი | არა (0°C) | POE | A2L / 675 | უახლესი კონდიციონერები | წითელი ზოლით |
| R-290 | HC | პროპანი | არა (0°C) | MO, POE | A3 / 3 | მცირე კომერციული მაცივრები | - |
| R-600a | HC | იზობუტანი | არა (0°C) | MO | A3 / 3 | საყოფაცხოვრებო მაცივრები | - |
| R-123 | HCFC | დიქლორტრიფტორეთანი | არა (0°C) | MO, AB | B1 / 77 | ცენტრიდანული ჩილერები | ღია ნაცრისფერი |
| R-717 | NH3 | ამიაკი | არა (0°C) | MO | B2L / 0 | ინდუსტრიული გაყინვა | ვერცხლისფერი |
07სამუშაო წნევები სეზონის მიხედვით
ჩამოშალედახურე
| ფრეონი | ზაფხული / გაგრილება (გარემო: +25°C ... +35°C) | ზამთარი / გათბობა (გარემო: 0°C ... +7°C) | ||
|---|---|---|---|---|
| დაბალი (Suction) | მაღალი (Discharge) | დაბალი (Outdoor Coil) | მაღალი (Indoor Coil) | |
| R-410A | 110 - 130 PSI 7.5 - 9 Bar | 320 - 450 PSI 22 - 31 Bar | 75 - 100 PSI 5 - 7 Bar | 350 - 500 PSI 24 - 34+ Bar |
| R-32 | 115 - 135 PSI 8 - 9.5 Bar | 360 - 480 PSI 25 - 33 Bar | 80 - 105 PSI 5.5 - 7.2 Bar | 380 - 520 PSI 26 - 36+ Bar |
| R-22 | 60 - 75 PSI 4 - 5 Bar | 250 - 280 PSI 17 - 19 Bar | 35 - 50 PSI 2.5 - 3.5 Bar | 250 - 320 PSI 17 - 22 Bar |
| R-134a(ავტო / მაცივარი) | ავტო: 25-35 PSI (1.7-2.4 Bar) მაცივარი: 0-5 PSI (0-0.3 Bar) | 150 - 220 PSI 10 - 15 Bar | ზამთარში წნევა ეცემა გარემო ტემპერატურის შესაბამისად. მაცივრები არ მუშაობენ რევერსზე. | |
| R-600a(იზობუტანი) | -5 ... 0 PSI (ვაკუუმი) -0.3 - 0 Bar | 50 - 80 PSI 3.5 - 5.5 Bar | დაბალ ტემპერატურაზე წნევა კიდევ უფრო ეცემა ვაკუუმში. | |
08პოპულარული ჩამნაცვლებლები (Retrofit)
ჩამოშალედახურე
| ორიგინალი (ძველი) | შემცვლელი (Retrofit) | აუცილებელია თუ არა ზეთის შეცვლა? |
|---|---|---|
| R-22 | R-407C, R-422D (MO29), R-417A | R-407C (კი, POE-ზე), MO29 (არა, მუშაობს MO-ზეც) |
| R-12 | R-134a | კი, აუცილებელია POE/PAG ზეთი. |
| R-134a | R-1234yf (მანქანებში) | არა, თავსებადია. |
| R-11 | R-123 | უმეტესად კი. |
09ზეთების ტიპების განმარტება
ჩამოშალედახურე
მაცივარაგენტისა და ზეთის თავსებადობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სისტემის მუშაობისთვის.
გამოიყენება R-22-ზე, ამიაკზე (R-717) და ბუნებრივ აირებზე (R-290, R-600a).
ავტომობილების კონდიცირება (R-134a, R-1234yf).
გამოიყენება ყველა წფნ(HFC) / HFO ფრეონზე (R-410A, R-404A, R-134a, R-32). ძალიან ჰიგროსკოპიულია (ისრუტავს ნესტს).
რისკები: ნესტთან რეაქციით წარმოქმნის მჟავას, რაც აზიანებს კომპრესორის გრაგნილებს, წარმოქმნის შლამს რაც ჭედავს ფილტრსა და კაპილარს, ასევე იწვევს სპილენძის მილების დაჟანგვას / კოროზიას.
გამოიყენება R-22-ზე და გარდამავალ წქფნ(HCFC) ფრეონებზე (R-123).
დაგვიკავშირდი
