სერვისის მიმოხილვა
რას მოიცავს ეს სერვისი?
დროთა განმავლობაში კონდიციონერში გროვდება მტვერი და სოკო, რაც იწვევს უსიამოვნო სუნს და ამცირებს გაგრილების ძალას. სიღრმისეული წმენდისას კონდიციონერის ხელოსანი სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებითა და წნევით წმენდს შიდა და გარე ბლოკებს. სუფთა ტექნიკა ნიშნავს ჯანსაღ გარემოს და ნაკლებ ელექტროენერგიის ხარჯს. გასაწმენდი კონდიციონერის სიმპტომებია მუშაობისას გადახურება და გათიშვა, წყლის წვეთა (ხშირ შემთხვევაში), ჰაერის ნაკადის შემცირება და სიცივის წარმოების შემცირება. საბოლოო ჯამში, გაუმართაობის ძირითადი პრობლემები წმენდასთან არის დაკავშირებული.
წმენდის ძირითადი ეტაპები
- 01შიდა ბლოკის, ფილტრებისა და რადიატორის ანტიბაქტერიული წმენდა
- 02გარე ბლოკის წნევით წმენდა და მტვრისგან გასუფთავება
- 03სისტემის საერთო შემოწმება (მინი კონდიციონერის დიაგნოსტიკა)