KlimatMasteri
მთავარი მენიუ

კონდიციონერის მილების წინასწარი მონტაჟი

კონდიციონერის მილების წინასწარი მონტაჟი

კონდიციონერის მილების წინასწარი მონტაჟი (დაქსელვა) გულისხმობს, საკომუნიკაციო კაბელის, კვების კაბელის, მაცივარაგენტის(ფრეონის) მილების და სადრენაჟე სისტემის წინასწარ მოწყობას, რომელიც ხორციელდება უშუალოდ რემონტამდე ან რემონტის პროცესში.

უკან დაბრუნება

სერვისის მიმოხილვა

რას მოიცავს ეს სერვისი?

სარემონტო პროცესამდე ან უშუალოდ პროცესის დროს, კონდიციონერის ხელოსანი წინასწარ აპროექტებს შიდა და გარე ბლოკების დამაკავშირებელ კომუნიკაციებს როგორიცაა: კონდიციონერის კომუნიკაციის კაბელი, კონდიციონერის მილები, კონდიციონერის დრენაჟი, კონდიციონერის კვების კაბელი. ეს გეხმარებათ არასტანდარტულ ადგილას განათავსოთ კონდიციონერის როგორც შიდა ისე გარე ბლოკები, ასევე გეხმარებათ თავიდან აირიდოთ რემონტის შემდეგ, სანგრევი და სახვრეტი სამუშაოები, რომლებიც დამერწმუნებით დიდ მტვერთან და დისკომფორტთან არის დაკავშირებული.

წინასწარი მონტაჟის ეტაპები

  1. 01ობიექტის დათვალიერება და შიდა და გარე ბლოკების განთავსების შეთანხმება, მომსახურებისთვის საჭირო სივრცის გათვალისწინებით
  2. 02ბლოკებს შორის მაცივარაგენტის მილების მარშრუტის, საჭირო დიამეტრისა და კედელში გასასვლელების განსაზღვრა
  3. 03მაცივარაგენტის მილების წინასწარ გაყვანა, თბოიზოლაციით დაფარვა და ბოლოების დაცვა სამშენებლო მტვრისა და ნარჩენებისგან
  4. 04კონდენსატის დრენაჟის მარშრუტის დაგეგმვა და საჭირო დახრის უზრუნველყოფა წყლის შეუფერხებლად გასადინებლად
  5. 05საკომუნიკაციო და კვების კაბელების მარშრუტის მოწყობა; კვების კაბელის კვეთის შერჩევა მოწყობილობის მოთხოვნებისა და დატვირთვის მიხედვით
  6. 06კომუნიკაციების განლაგების გადამოწმება კედლების მოპირკეთებამდე, დრენაჟის მუშაობისა და მაცივარაგენტის მილების ჰერმეტულობის შემოწმება

დაკავშირებული გვერდები

იხილეთ ასევე

დაგვიკავშირდი

გჭირდება რომელიმე სერვისი?